გავაკეთე ჩემი პროექტის პრეზენტაცია და მივიღე კოლეგებისგან რეკომენდაციები. შევაფასე ჩემი კოლეგების პროექტები, დავადგინეთ დადებითი და უარყოფითი მხარეები. საბოლოოდ დავხვეწე ჩემი პროექტის გეგმა და განვაახლე დისკზე.
ამ ტრენინგის ფარგლებში გავეცანი ინტელის კურსს, რომელიც მოიცავს პროექტებზე დაფუძნებულ სწავლებას, რასაც სამომავლოდ გამოვიყენებ საკლასო ოთახში. განვიხილე დიფერენცირებულ სწავლასთან დაკავშირებული მიდგომები, პროექტის შეფასების კრიტერიუმებზე დაყრდნობით განვიხილეთ შექმნილი პროექტები და გავუკეთეთ ერთმანეთს განმავითარებელი კომენტარები.
ვისურვებდი სამომავლოდ მსგავსი ტრენინგების ჩატარებას სხვა პროგრამების შესასწავლად მაგ. სიამოვნებით შევისწავლი mix-ს, ოღონდ ნუ იქნება ერთი შეხვედრა 4 საათიანი.
Modern learning
Wednesday, October 19, 2016
Monday, October 17, 2016
Monday, October 10, 2016
ტრენინგის მე 6 დღე
საკმაოდ ნაყოფიერი იყო დღევანდელი ტრენინგი. გავეცანით შეფასები სტრატეგიებს, გავაანალიზე შეფასების 5 მიზანი და განვიხილე თითოეული მათგანი. ასევე, შევავსეთ შეფასების სხვადასხვა კრიტერიუმები და შევქმენი ვ.მ.ვ. სქემა.
Monday, October 3, 2016
Saturday, October 1, 2016
ტრენინგის მე-4 დღე
ვისაუბრეთ განმავითარებელ და განმსაზღვრელ შეფასებაზე. განვიხილეთ შეფასების კრიტერიუმები. გავაანალიზეთ შეფასების ხუთი მიზანი, გავარკვიეთ რომელია საჭირო დასაწყისში და რომელი ბოლოში. დავიწყეთ შეფასების ჩარჩოს შევსება თითოეული კვირის მიხედვით.
Saturday, September 24, 2016
მესამე დღე
სტანდარტების მოძიება და გადმოწერა. სტანდარტები მოვარგე პროექტს. ასევე, პროექტს შევუთავსე 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები და შევიმუშავე მისაღწევი შედეგები. გონებრივი იერიშით გავაანალიზე საკვანძო კითხვები და შევარჩიე პროექტისთვის საჭირო შესაბამისი კითხვები, რაც შემდგომში საჭიროებს დახვეწას და განხორციელებას.
ტრენინგზე ახსნილი მასალა დამეხმარება პროექტის სრულყოფაში.
ტრენინგზე ახსნილი მასალა დამეხმარება პროექტის სრულყოფაში.
მეორე დღე
შევისწავლეთ პროექტის გეგმები და ვიმსჯელეთ პუბლიკაციის სახეებზე. ვიმუშავეთ პროექტის გეგმის შაბლონებზე.
Subscribe to:
Posts (Atom)