გავაკეთე ჩემი პროექტის პრეზენტაცია და მივიღე კოლეგებისგან რეკომენდაციები. შევაფასე ჩემი კოლეგების პროექტები, დავადგინეთ დადებითი და უარყოფითი მხარეები. საბოლოოდ დავხვეწე ჩემი პროექტის გეგმა და განვაახლე დისკზე.
ამ ტრენინგის ფარგლებში გავეცანი ინტელის კურსს, რომელიც მოიცავს პროექტებზე დაფუძნებულ სწავლებას, რასაც სამომავლოდ გამოვიყენებ საკლასო ოთახში. განვიხილე დიფერენცირებულ სწავლასთან დაკავშირებული მიდგომები, პროექტის შეფასების კრიტერიუმებზე დაყრდნობით განვიხილეთ შექმნილი პროექტები და გავუკეთეთ ერთმანეთს განმავითარებელი კომენტარები.
ვისურვებდი სამომავლოდ მსგავსი ტრენინგების ჩატარებას სხვა პროგრამების შესასწავლად მაგ. სიამოვნებით შევისწავლი mix-ს, ოღონდ ნუ იქნება ერთი შეხვედრა 4 საათიანი.
No comments:
Post a Comment